Loading data...
გაგრაში სამშენებლო სამუშაოების დროს სამი მუშა დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გაგრაში საკანალიზაციო მილის გაყვანის დროს სამი მუშა დაიღუპა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

როგორც გაგრის სამაშველო სამსახურის უფროსმა ასლან ტანიამ განაცხადა, მუშები 3 მეტრის სიღრმის ორმოში იმყოფებოდნენ, რა დროსაც კლდის მასა ჩამოშალა და მათ დაეცა.