ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ რუსეთი მალე მოიგებს ომს
ევროპის რიგი ქვეყნების მცხოვრებლებს შორის გაბატონებულია მოსაზრება, რომ რუსეთი შეძლებს უკრაინის წინააღმდეგ ომის მოგებას. ამას მოწმობს 13 ევროპულ ქვეყანაში ჩატარებული მასშტაბური კვლევის მონაცემები.
კვლევამ აჩვენა, რომ 12 ქვეყნიდან 7-ში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა (გერმანია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, უნგრეთი, ბულგარეთი), გამოკითხულთა უმეტესობას რუსეთის გამარჯვების სჯერა.
უკრაინაში გამოკითხულთა 21% სჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, არცერთ სხვა ევროპულ ქვეყანას არ აქვს მსგავსი მაჩვენებელი.
სტატიაში, ასევე, მოყვანილია პორტუგალიიდან მიღებული მონაცემები, რომლებიც უკრაინის მიმართ ნდობის მაღალ დონეს აჩვენებს. აქ გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ ომი ერთი წელი გაგრძელდება, ხოლო 51% მიიჩნევს, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერება.
უკრაინასთან დაკავშირებით ყველაზე პესიმისტური მაჩვენებლები ბულგარელებს აქვთ - გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ რუსეთი სამხედრო გამარჯვებას მიაღწევს.
„უნგრეთშიც კი, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელობა ღიად ანტიუკრაინულია, ეს ასე არ არის, მხოლოდ 14% ელის კრემლის გამარჯვებას“, - ნათქვამია სტატიაში.
ECFR-მა კვლევა 2025 წლის ნოემბერში ჩაატარა ნატოს 11 ევროპულ წევრ სახელმწიფოში - გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, დანიაში, ესტონეთში, პორტუგალიაში, უნგრეთში, ბულგარეთში - ასევე ორ არაწევრ სახელმწიფოში - უკრაინასა და შვეიცარიაში.
