Loading data...
ევროკავშირი რამდენიმე ქვეყნის უარის გამო უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ვერ ახერხებს - Le Monde

ევროკავშირი რამდენიმე ქვეყნის უარის გამო უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ვერ ახერხებს, მათ შორისაა საფრანგეთი, რომელსაც უახლესი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნა არ სურს, - ამის შესახებ Le Monde წერს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვა დღეს მათი პრიორიტეტია.

„ევროპული ძალები ცდილობენ ორგანიზება გაუწიონ და დაეხმარონ უკრაინას, მას შემდეგ რაც აშშ-მა უკრაინის დახმარების პაკეტი მიიღო, თუმცა, შესაძლოა, კვირები დასჭირდეს მის მიწოდებას“, - ნათქვამია სტატიაში.

ამავდროულად, მედიის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ფრთხილობენ. მხოლოდ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მზად არის იყიდოს ის აღჭურვილობა, რომელიც ზოგიერთ ქვეყანას აქვს, რათა ის უკრაინას გადასცეს.

„ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე ქვეყანას აქვს „პატრიოტის“ მარაგი, მაგრამ შეიძლება არ სურდეს მათი გაგზავნა“, - აღნიშნა რუტემ.

სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ამ სამიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წევრ ქვეყნებს მიუთითა იმაზე, რომ პრიორიტეტია უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა და არა ყველა წესის დაცვა.