Loading data...
ეუთოს მუდმივი საბჭო ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული ძალების არსებობას გმობს

ეუთო

ეუთოს მუდმივმა საბჭომ ვენაში გამართულ სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული ძალების არსებობა დაგმო. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ფაქტი საერთაშორისო სამართლის ნორმებს და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს არღვევს, რომელიც მან 2008 წლის12 აგვისტოს ხელმოწერილი 6-პუნქტიანი შეთანხმებით საკუთარ თავზე აიღო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებს ირღვევა, ხდება უკანონო „ბორდერიზაცია“, აკრძალულია საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება და ხდება საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაადგილების უფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს, ხოლო ადამიანის უფლებათა დარღვევის თითოეული ფაქტი გამოძიებული უნდა იყოს.

„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს შესაბამის მხარდაჭერას, რათა ის მის წინაშე არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს და რუსეთში დესტაბილიზაციით გამოწვეულ საფრთხეებს წინ აღუდგეს. მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, კერძოდ ჟენევის დისკუსიებს, სამხრეთ კავკასიის კრიზისის სპეცწარმომადგენლის მუშაობას და ევროკავშირის დამკვირვებლების მისიას ადგილებზე“, - წერია განცხადებაში.

განცხადება ასევე შეიცავს მოწოდებას ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა მიმართ, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაში აქტიურად ჩაერთონ.