Loading data...
ე.წ. სამხრეთ ოსეთში სპეცრაზმელებმა წვრთნები ჩაატარეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში სპეცრაზმის ბატალიონმა ორეტაპიანი საკონტროლო წვრთნები გაიარა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

წვრთნები სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე ჩატარდა.

„წვრთნების დროს პირადმა შემადგენლობამ საბრძოლო მომზადების მაღალი დონე კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მათ ჩააბარეს საცეცხლე, ტაქტიკური, ტაქტიკურ-სპეციალური და ფიზიკური მომზადების ნორმატივები“, - განაცხადეს ცხინვალში.

წვრთნები 5 სხვადასხვა წერტილზე ჩატარდა და მაქსიმალურად იყო მიახლოებული საბრძოლო პირობებთან.

სამხედრო წვრთნების პირველ ეტაპზე საცეცხლე და ტაქტიკური წვრთნები ჩატარდა. მეორე ეტაპზე სპეცრაზმელებმა ფიზიკური მომზადების ნორმატივები ჩააბარეს.

ცალკე ეტაპი სამედიცინო დახმარებას დაეთმო, რომელიც დაჭრილის სამედიცინო დახმარებას და ბრძოლის ველიდან ევაკუაციას მოიცავდა.

წვრთნების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დროის მცირე მონაკვეთში და დიდი სტრესის პირობებში სპეცრაზმელების მოქმედების უნარ-ჩვევებზე.