Loading data...
ე.წ. სამხრეთ ოსეთში სოფლები რუსეთის პროგრამით იქნება გაზიფიცირებული - კირიენკო

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყველა სოფელი და რაიონი უპრეცედენტო პროგრამის მიხედვით იქნება გაზიფიცირებული, რაც რუსეთის ფედერაციის დახმარებით ხორციელდება. ამის შესახებ ოკუპირებულ რეგიონში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ სერგეი კირიენკომ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

„ეს უნიკალური გადაწყვეტილებაა, ასეთი რამე აქამდე არ მომხდარა. რუსეთის პრეზიდენტმა დაავალა ენერგეტიკის სამინისტროს და „გაზპრომს“ შეიმუშაონ სამხრეთ ოსეთის სოფლების და რაიონების გაზიფიცირების პროგრამა იმავე წესებითა და იმავე წყაროებიდან, რითაც რუსეთის გაზიფიცირება მიმდინარეობს“, - განაცხადა კირიენკომ.

კირიენკოს თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის მარატ კამბოლოვის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, ივლის-აგვისტოში რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ რუბლი (18 მლნ აშშ დოლარი) იყო გამოყოფილი. ეს ფული რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან იყო გამოყოფილი.