ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო ტექნიკის მზადყოფნა შეამოწმეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „თავდაცვის სამინისტრომ“ სამხედრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში სამხედრო ტექნიკის მზადყოფნის ინსპექტირება ჩაატარა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
ე.წ. სამინისტროს წარმომადგენლებმა შეამოწმეს სამხედრო და სპეციალური ტექნიკის მდგომარეობა, მისი შენახვისა და მომსახურების პირობები.
განსაკუთრებული ყურადღება ტექნიკის მომსახურების პირად შემადგენლობაზე გამახვილდა. შემოწმებული იყო, თუ რამდენად ხშირად ხდება შეიარაღების მატერიალური ნაწილის და სამხედრო ტექნიკის შესწავლა. ასევე შემოწმდა საპარკო და საექსპლუატაციო დოკუმენტაცია.
ინსპექტირების პროცესში გარკვეული ხარვეზები უყო აღმოჩენილი, რაც, ძირითადად, საორგანიზაციო საქმიანობას და დოკუმენტების მოთხოვნების შესრულებას უკავშირდება. შესაბამის ქვედანაყოფებს ხარვეზების უმოკლეს ვადებში გამოსწორების დავალება მიეცათ.