1755595780
კონფლიქტები
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინციდენტი სოფელ არცევთან მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაკავება იმის გამო მოხდა, რომ საქართველოს მოქალაქემ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვარი“ გადაკვეთა.
ცხინვალის წყაროების ცნობით, დაკავებული 33 წლისაა.