Loading data...
ე.წ. სამხრეთ ოსეთში „პრეზიდენტის“ არჩევნებზე 5 საარჩევნო უბანი რუსეთში გაიხსნება

18 სექტემბრისთვის დანიშნული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ არჩევნებისას ხუთი საარჩევნო უბანი რუსეთში გაიხსნება. 4 უბანი ჩრდილოეთ ოსეთში, კერძოდ, ვლადიკავკაზში, ალაგირში, კამბილეევსკიში, ხოლო კიდევ ერთი უბანი მოსკოვში გაიხსნება. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

„საერთო ჯამში 75 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან 70 სამხრეთ ოსეთში და 5 რუსეთში“ - განაცხადეს ე.წ. საარჩევნო კომისიაში.

ცნობისთვის, ივნისის ბოლოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ სამუშაოდ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციაში გადადის. ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, მარატ კამბოლოვს დაევალა. 2 ივლისს კამბოლოვი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა. საერთო ჯამში ე.წ. არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს.