ე.წ. სამხრეთ ოსეთში პოპულარულ ინტერნეტ-სერვისებზე წვდომა აღადგინეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთში მთლიანად მოხსნილია შეზღუდვები ისეთ პოპულარულ სერვისებზე. როგორიცაა YouTube, Instagram, WhatsApp, Facebook და Telegram. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
ამის შესახებ „ოსტელეკომის“ წარმომადგენლებმა, ზარინა ბეჟანოვამ განაცხადა.
„შეზღუდვები, რომლებიც „როკომნადზორმა“ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დააწესა, ჩვენს აბონენტებზე ავტომატურად აისახა, რადგანაც კომპანიები ინტერნეტ-ტრაფიკს რუსული კომპანიებისგან ყიდულობენ. სამხრეთ ოსეთს უკვე „გაფილტრული ინტერნეტი“ მიეწოდებოდა. მაგრამ ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჩვენი კანონმდებლობა ამ რესურსების ბლოკირებას არ ითვალისწინებს. ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგ ჩვენმა მომხმარებლებმა ამ სერვისებზე ჩვეულებრივად მაღალსიჩქარიანი წვდომა მიიღეს, ყოველგვარი VPN-ის გამოყენების გარეშე“, - განაცხადა ბეჟანოვამ.
მან აღნიშნა, რომ ბლოკირების გაუქმების მიუხედავად, WhatsApp, Telegram, Facebook და Instagram-ით ვიდეოზარის განხორციელებიხ შემთხვევაში რუსეთში მყოფ აბონენტებს სტაბილური კავშირისთვის, შესაძლოა, VPN-ის გამოყენება დასჭირდეთ.