Loading data...
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ნივრის მოსავლის აღება დასრულდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში ნივრის მოსავლის აღება დასრულდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

პროდუქციის გაყიდვა რუსეთში იგეგმება. ეს შესაძლებელი გახდა რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სავაჭრო წარმომადგენლობის“ დახმარებით.

„სამხრეთ ოსეთის უნიკალური ბუნებრივ-კლიმატური პირობები უმაღლესი ხარისხის ნივრის მოსაყვანად იდეალურ გარემოს ქმნის. მას გამოკვეთილი გემო და შესანიშნავი თვისებები გააჩნია. ასევე ძალზე მოთხოვნადია დამარინადებული ნიორიც, რომელიც კულინარიაში ძალზე ფართოდ გამოიყენება“, - განაცხადეს ე.წ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში.

მომავალ წელს ნივრის მოსაყვანად სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაფართოებაა დაგეგმილი. ამისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.