Loading data...
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ნავთობის მოპოვება იგეგმება

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ნავთობის გეოლოგიურ-სამძებრო სამუშაოები დაიწყო. ეს პროცესი ცხინვალის რაიონის სოფელ გრომთან მიმდინარეობს. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

გეოლოგიურ-სამძებრო სამუშაოების დაწყებას ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი და კომპანია „სტროიპროგრესის“ პრეზიდენტი ალბერტ ჯუსოევი დაესწნენ.

ალან გაგლოევის თქმით, მსგავსი პროექტის დაწყება „ინვესტორების მხრიდან სამხრეთ ოსეთის მიმართ ნდობის ამაღლებას ადასტურებს“. მან ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების აუცილებლობას ხაზი გაუსვა.

გეოლოგიური სამუშაოები ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობასა და კომპანია „რუსნეფტეგაზს“ შორის ადრე გაფორმებული შეთანხმების მიხედვით მიმდინარეობს.