Loading data...
ე.წ. სამხრეთ ოსეთში კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ჭადრაკის ტურნირი იმართება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოფელ ხეთაგუროვოში, კოსტა ხეთაგუროვის სახელობის საჭადრაკო ტურნირი ტარდება. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ჭადრაკის ფედერაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი შავლოხოვმა განაცხადა, „კოსტა ხეთაგუროვის მემორიალი“ მესამედ ტარდება.

„შეჯიბრების ორგანიზატორია  სამხრეთ ოსეთის ჭადრაკის ფედერაცია და სოფელ ხეთაგუროვოს სკოლა. ტურნირში დაახლოებით 35 სპორტსმენი მონაწილეობს“,- განაცხადა შავლოხოვმა.

ტურნირის გამარჯვებულებს სპორტული პრიზებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოებენ.