1745932638
კონფლიქტები
ე.წ. სამხრეთ ოსეთში დააკავეს პირი, რომელიც, ცხინვალის მტკიცებით, ინფორმაციას ქართულ სპეცსამსახურებს გადასცემდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძაუს რაიონში დააკავეს პირი, რომელიც, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მტკიცებით, საიდუმლო ინფორმაციას ქართულ სპეცსამსახურებს გადასცემდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობით, 51 წლის კაცი, რომელიც „სახელმწიფო საწარმოს“ თანამშრომელია, ქართულ სპეცსამსახურებს რუსულ სამხედრო ნაწილებზე, ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე ინფორმაციას გადასცემდა.
აღნიშნული პირი დაკავებულია და ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. დაკითხვის შედეგად გამოვლენილია კიდევ 5 პირი, რომლებიც ასევე ინფორმაციას ქართულ მხარეს გადასცემდნენ, მაგრამ ის „სახელმწიფო საიდუმლოებას“ არ წარმოადგენდა. ეს პირები დაკითხვის შემდეგ ოფიციალურად გააფრთხილეს და გაათავისუფლეს.