Loading data...
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩინური ავტომობილების აწყობას და ნავთობის მოპოვებას გეგმავენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსი ინვესტორები ოკუპირებულ რეგიონში ჩინური ავტომობილების აწყობის ინიციატივით გამოვიდნენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ცხინვალში ამჟამად რუსი ინვესტორების დელეგაცია იმყოფება, რომლის შემადგენლობაში კომპანია „სტროიპროგრესის“ პრეზიდენტი, სამხრეთ ოსეთის ყოფილი მკვიდრი ალბერტ ჯუსოევი შედის.

„ალბერტ ჯუსოევს ჩინელებთან ერთად სამი ტიპის ავტომობილის ქარხნის შექმნა აქვს დაგეგმილი. ეს უნდა იყოს კროსოვერი, ჯიპი და სედანი“, - აცხადებენ ცხინვალის ე.წ. მთავრობის პრესსამსახურში.

ასევე „სტროიპროგრესი“ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ნავთობის მოპოვებას გეგმავს, რაც „სამხრეთ ოსეთს საკუთარი ენერგეტიკული კომპლექსის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

როგორც დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარემ კონსტანტინე ჯუსოევმა განაცხადა, „აუცილებელია რესპუბლიკაში საქმიანი ადამიანების მოზიდვა, რომლებიც სამხრეთ ოსეთის განვითარებას ხელს შეუწყობენ“.