1784986390
კონფლიქტები
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჭადრაკის ტურნირი ჩატარდება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძაუს რაიონში ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ოსური ენციკლოპედიის „ოსეთი და ოსები“ ავტორის, ეროვნული პრემიის „ნართების ვაშლი“ ლაურეატის, ყაზბეგ ჩელეხსათის სახელობის ყოველწლიური საჭადრაკო ტურნირი გაიმართება.
ღონისძიება კვირას ჩატარდება, განუცხადა „რესს“ ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა რუფინ ჯიოევმა.
„ტურნირი ტრადიციულად იზიდავს მონაწილეთა მნიშვნელოვან რაოდენობას. საპრიზო ადგილებისთვის ერთმანეთს სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის საუკეთესო მოჭადრაკეები შეეჯიბრებიან“, — აღნიშნა მან.