Loading data...
ე.წ. სამხრეთ ოსეთში 15 მაისს ელექტროენერგია გაითიშება

ე.წ. სამხრეთ ოსეთს 15 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ამის მიზეზი „ალანიის“ ელექტროგადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოებია. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

კერძოდ რეგიონს დენის მიწოდება 11.00-დან 17.30-მდე შეუწყდება.

„მიზეზი არის ტრანსფორმატორის დაზიანება ზარამაგის ჰიდროელექტროსადგურზე. ის მეხის დაცემის შემდეგ გამოვიდა მწყობრიდან. „რუსგიდროს“ სპეციალისტები სარემონტო სამუშაოებს ჩაატარებენ და დაზიანებული დანადგარების გამოცვლა მოხდება, რათა მომავალში მსგავსი გათიშვები გამოირიცხოს“, - განაცხადეს კომპანია „ენერგორესურსში“.

წინა დღეს ჩრდილოეთ ოსეთში მომხდარი ავარიის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთს რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.