1781084033
კონფლიქტები
ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასწავლო ცენტრში სპეცრაზმელების წვრთნები დაიწყო
სპეცდანიშნულების ბატალიონის წარმომადგენლებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასწავლო ცენტრში საბრძოლო მომზადება დაიწყეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
ღონისძიებას გამოცდილი ოფიცრები უხელმძღვანელებენ.
„სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლებმა მარშ-გარბენი განახორციელეს სრული ეკიპირებით, წარმატებით მიაღწიეს სასწავლო ცენტრამდე წინასწარ დათქმულ ვადებში“, - იუწყება ე.წ. თავდაცვის სამინისტრო.
სპეცრაზმელებს ჩაუტარდებათ წვრთნები საცეცხლე, ტაქტიკურ, ფიზიკურ მომზადებაში, შეისწავლიან სამხედრო ტოპოგრაფიას და საინჟინრო სწავლებას გაივლიან.
თეორიული სწავლების პარალელურად მოხდება პრაქტიკული წვრთნები პოლიგონებზე.