Loading data...
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი საწარმო პროდუქციის რუსეთსა და ირანში გაგზავნას გეგმავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საწარმო „ალანია ტყე“ პროდუქციის პირველი პარტიის გაგზავნას რუსეთსა და ირანში გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

კერძოს ირანში 400 კუბური მეტრის წიფლის გაგზავნა იგეგმება, ხოლო რუსეთში - 200 კუბური მეტრის.

„პროდუქცია უკვე მანქანებში იტვირთება. შეთანხმება გვაქვს მიღწეული სამ ირანულ კომპანიასთან. ირანში ჩვენი წიფელი ძალიან ფასობს, რადგანაც ხარისხიანი ხეები გვაქვს. საუბარია არა მარტო ხის სტრუქტურაზე, არამედ უმაღლესი ხარისხის ფიცრების სიგრძეზე - სამი მეტრი, რაც დიდი იშვიათობაა. ჩვენს მიერ გაგზავნილი პროდუქციის 70% ამ პარამეტრებს შეესაბამება“, - განაცხადა „ალანია ტყის“ დირექტორმა ვლადიმირ ბოსიკოვმა.

ბოსიკოვმა აღნიშნა, რომ პარალელურად რუსეთის სამ ფირმასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ერთ-ერთი მათგანი რუსეთის სახერხი მასალების უმსხვილესი მარკეტპლეისია.