Loading data...
ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს მოქალაქე გააძევეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უშიშროების კომიტეტმა“ საქართველოს მოქალაქე გააძევა, რომელმაც დე ფაქტო საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

„31 ივლისს საზღვრის უკანონო გადაკვეთისას მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე, 2006 წელს დაბადებული ანა ბაძაღუა დააკავეს. დადგინდა, რომ მან სოფელ გრომის მიდამოებში საზღვარი შემთხვევით გადაკვეთა“, - განაცხადეს ცხინვალში.

ამის გამო ბაძაღუა ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან იყო გაძევებული და ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა.