Loading data...
ერგნეთში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

სოფელ ერგნეთში, რომელიც ცხინვალთან ახლოს, საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ „რესი“ იუწყება.

შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხების და ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტების განხილვა მოხდება. შეხვედრაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის, ასევე ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის ნაწილია.