Loading data...
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოს მიმართულებით დრონები და რაკეტები გაუშვეს - BBC

ერაყის დედაქალაქ ბაღდადზე იერიში გრძელდება. ამჯერად, თავდასხმები ერაყის „მწვანე ზონაზე“ ხორციელდება. სამიზნე, ასევე, აშშ-ის საელჩოც გახდა, რომელიც „მწვანე ზონაში“ მდებარეობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

როგორც მედიაში იწერება, საელჩოზე თავდასხმა ოთხი რაკეტითა და სამი უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ორი დრონის ჩამოგდება მოხერხდა, თუმცა მესამე დრონი საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქდა.

ერაყში განაცხადეს, რომ ეს ყველაზე ინტენსიური თავდასხმა იყო იერიშების დაწყებიდან.

შეგახსენებთ, რომ ერაყის დედაქალაქ ბაღდადის მწვანე ზონაში აშშ-ის საელჩოს გარდა განთავსებულია სხვა დიპლომატიური მისიებიც, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამთავრობო უწყებები. ასევე, ამ ზონაში ცხოვრობენ მაღალჩინოსნები და პოლიტიკოსები.