Loading data...
დონეცკის ოლქში რუსებმა დაიკავეს ორი დასახლება - DeepState

რუსი დამპყრობლები უკრაინის აღმოსავლეთში წინ წავიდნენ. კერძოდ, მოწინააღმდეგემ დაიკავა დონეცკის ოლქის სოკილის და ვოსხოდის დასახლებები, - ინფორმაციას უკრაინული მედია DeepState-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

DeepState-ის ანალიტიკოსების ცნობით, გარდა ამისა, რუსები დაწინაურდნენ ხარკოვისა და დონეცკის ოლქების რამდენიმე რაიონში.

„დამპყრობელმა დაიპყრო სოკილი და ვოსხოდი და ასევე, დაწინაურდა ხარკოვისა და დონეცკის ოლქების რამდენიმე რაიონში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.