„დონბასზე უარის თქმა და განიარაღება“ - Reuters-ი აშშ-ის ახალი „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ წერს
უკრაინაში ომის დასრულების ამერიკული ახალი „სამშვიდობო გეგმა“ უკრაინის არმიის შემცირებას და კიევის მიერ დონბასის დატოვებას მოიცავს, - ამის შესახებ დასავლური მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„შეერთებულმა შტატებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს აშშ-ის მიერ შემუშავებული ჩარჩო დოკუმენტი რუსეთთან ომის დასრულების შესახებ, რომელიც კიევის მხრიდან ტერიტორიებისა და გარკვეული იარაღის დათმობას მოიცავს“, - წერს „როიტერი“ ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
„როიტერის“ ცნობით, წინადადებები, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასაც მოიცავს. „როიტერის“ წყაროების ცნობით, „ვაშინგტონს სურს, რომ კიევი მთავარ პუნქტებზე დათანხმდეს“.
ამ ინფორმაციას Financial Times-ის ჟურნალისტი კრისტოფერ მილერი ადასტურებს.
მილერის თქმით, წინადადება მოიცავს:
- უკრაინის არმიის შემცირება
- გარკვეული ტიპის იარაღის დათმობა
- დონბასის დატოვება
- რუსული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება
New: I can confirm a hasty US-Russia proposal being pushed to Ukrainians via Dmitriev-Witkoff to Umerov. It would amount to Ukraine’s capitulation, with people familiar telling me it’s merely the Kremlin’s maximalist demands.
— Christopher Miller (@ChristopherJM) November 19, 2025
Includes:
-Ukraine army cut in half
-Give up certain…