1766959660
კონფლიქტები
დონალდ ტრამპის მტკიცებით, რუსეთი და უკრაინა ომის დასრულებასთან ძალიან ახლოს არიან
„განსაკუთრებულად დიდი პროგრესი“, - ასე შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან. როგორც ამერიკის ლიდერი აღნიშნავს, მოლაპარაკებებმა წინ წაიწია და მნიშვნელოვნად დიდი ნაბიჯია გადადგმული, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასრულებისკენ.
ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ მიმოვიხილეთ, ზოგი იტყოდა [სამშვიდობო გეგმის] 95%, არ ვიცი ზუსტად რამდენი პროცენტი, მაგრამ ამ ომის დასრულების კუთხით, დიდ პროგრესს მივაღწიეთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.