Loading data...
დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი

მაშველებმა ქალაქ დნეპრში რუსების მიერ დაბომბილი მაღალსართულიანი შენობის ნანგრევებიდან გარდაცვლილი ქალის კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, დილით დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი.

დაშავებულია 34 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.