დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთს ჰყავს საკმარისი რეკრუტები ახალი შენაერთების შესაქმნელად - NYT
ოქტომბერში რუსებმა ერთ თვეში ყველაზე მეტი უკრაინის ტერიტორია დაიკავეს, თუ არ ჩავთვლით სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებს. თუმცა, ეს მიღწევები რუსებს დიდი დანაკარგის ფასად დაუჯდა, - წერს The New York Times.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსული დანაკარგების ზუსტად გამოთვლა უკიდურესად რთულია. თავად რუსები, რა თქმა უნდა, მალავენ მათ. ჯერჯერობით ჟურნალისტებმა 78 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის დაღუპვის დადასტურება მოახერხეს.
თუმცა, დანაკარგები მხოლოდ ერთი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს არმიის საბრძოლო ეფექტურობაზე. კიდევ ერთი თანაბრად მნიშვნელოვანი არის ჯარების ახალი რეკრუტებით შევსების შესაძლებლობა. დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით, რომლებმაც გათვლები გააკეთეს რუსეთის ბიუჯეტის ხარჯებზე დაყრდნობით, ყოველდღიურად 900-მდე ახალი რეკრუტი შემოდის რუსეთის ჯარში.
„რეკრუტირების ამ ტემპმა რუს სამხედროებს საშუალება მისცა არა მხოლოდ დანაკარგი აანაზღაუროს, არამედ ახალი დანაყოფები შექმნას“, - წერს NYT.