Loading data...
დღის დასაწყისიდან ფრონტზე 200-ზე მეტი შეტაკება დაფიქსირდა - უკრაინის გენშტაბი

უკრაინელი დამცველები აგრძელებენ რუსეთის ჯარების თავდასხმების მოგერიებას რამდენიმე ფრონტის ხაზზე, რამაც მნიშვნელოვანი დანაკარგი მიაყენა მოწინააღმდეგეს. ბოლო ერთი დღის განმავლობაში 200-ზე მეტი შეტაკება დაფიქსირდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ დღეს ფრონტზე 209 შეტაკება დაფიქსირდა. მოწინააღმდეგემ განახორციელა 98 საჰაერო დარტყმა, ჩამოაგდო 157 ბომბი.

ამავე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ოპერაციას კურსკში და მნიშვნელოვანი დანაკარგი მიაყენეს მოწინააღმდეგეს. დღის განმავლობაში განახორციელა 22 საჰაერო დარტყმა, გამოიყენა 25 ბომბი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, 27-დან 28 მარტამდე, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსებმა 1 860 ჯარისკაცი დაკარგეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ასევე, გაანადგურეს 122 საარტილერიო სისტემა, 144 დრონი და 210 მანქანა.