1763914444
კონფლიქტები
DeepState: რუსმა ჯარებმა წარმატებას მიაღწიეს პოკროვსკში
რუსმა დამპყრობლებმა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში შეღწევა მოახერხეს, - ამის შესახებ უკრაინული ანალიტიკური მონიტორინგის პროექტი DeepState იტყობინება.
„მოწინააღმდეგე პოკროვსკში წინ მიიწევს“, - აღნიშნეს ანალიტიკოსებმა.
გარდა ამისა, მათი მონაცემებით, რუსმა ოკუპანტებმა მოახერხეს მირნოგრადის სამხრეთით, პოკროვსკის ოლქში წინსვლა.