1714122222
კონფლიქტები
DeepState-მა განაახლა მონაცემები ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ - სად დაწინაურდა რუსეთის ჯარები
რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. რუსი დამპყრობლები არ წყვეტენ უკრაინის მეტი ტერიტორიის ოკუპაციის მცდელობას.
როგორც DeepState-ის ანალიტიკოსები იუწყებიან, ოკუპანტი დონეცკის ოლქის სოლოვიოვში დაწინაურდა. მოწინააღმდეგე, ასევე, დაწინაურდა ნოვობახმუტივკას სამხრეთით და კრასნოგორივკაში.
„ბრძოლები კისლივკაში, უროჟანში, ვერბოვოისა და ნოვომიხაილოვკას მახლობლად მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.