Deep State: უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ერთდროულად ოთხი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

სექტემბერში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსებისგან 4 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს - სოსნივკა, ხოროში, ნოვოსელივკა და სიჩნევე, რომლებიც დნეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარეობს,- ამის შესახებ Deep State-ის ანალიტიკოსები იუწყებიან.
„ჩვენი წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ სექტემბერში 225-ე ცალკეული შემტევი პოლკის მე-3 შემტევი ბატალიონის მებრძოლებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ერთდროულად 3 სოფელი გაწმინდეს, კიდევ ერთი სოფელი კი 141-ე ცალკეულმა მექანიზებულმა ბრიგადამ გაწმინდა რუსებისგან. პოზიციების უმეტესობა სხვა მექანიზებულ დანაყოფებს გადაეცა. სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით, ოპერაციის შედეგები რუკაზე არ არის ასახული“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
მათი მონაცემებით, ამავდროულად, რუსებმა განაახლეს თავდასხმის ოპერაციები ნოვოსელივკასა და სიჩნევეზე.