Deep State: რუსეთმა მთლიანად დაიპყრო პოკროვსკი და მირნოგრადი
რუსულმა ჯარებმა დონეცკის ოლქის პოკროვსკი და მირნოგრადი სრულად დაიკავეს, - ამის შესახებ უკრაინული ანალიტიკური პროექტის Deep State-ის თანადამფუძნებელმა და სამხედრო ანალიტიკოსმა რომან პოჰორილიმ განაცხადა.
„პოკროვსკი, მირნოგრადი ოკუპირებულია... მოწინააღმდეგეს აქტიურად გადაჰყავს თავისი ძალები იქ. რუსეთი აქტიურად აგროვებს იქ ქვეით ჯარებს დიდი რაოდენობით. ეს დიდი ქალაქია, მათი იქ განადგურებაც კი რთულია. რუსული ძალები სრულად აკონტროლებენ მთელ ლოჯისტიკას, ისინი სრულად აკონტროლებენ იქ ცას“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
მან დასძინა, რომ რუსები ამჟამად ამ ქალაქებში გარკვეულ პლაცდარმს აწყობენ, რათა დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე უფრო ღრმად შევიდნენ და უკრაინულ ლოჯისტიკაზე გავლენა მოახდინონ.
„თეორიულად, შემდეგი სამიზნე დობროპილია უნდა იყოს“, - დასძინა პოჰორილიმ.