1762512120
კონფლიქტები
Deep State: რუსებმა წარმატებას მიაღწიეს დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში
Deep State-ის ანალიტიკოსების ცნობით, რუსი დამპყრობლები დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებში წინ მიიწევენ.
კერძოდ, რუსეთის ფედერაციამ წარმატებები მოიპოვა პრილიპკას რაიონში, ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთით, ვოვჩანსკის რაიონში. ასევე, ვოლოდიმიროვკასთან - დონეცკის ოლქში.
მანამდე, Deep State-ის ანალიტიკოსებმა, ასევე, განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაცია პოკროვსკის რაიონში თავდასხმების რაოდენობას ზრდის.
ექსპერტების აზრით, ეს მიუთითებს ოკუპანტების მიერ ქალაქის აღების დაჩქარების მცდელობებზე, რისთვისაც რუსები რეზერვებს არ იშურებენ.