Loading data...
„დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე“ - ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები თეთრ სახლს ყველა შეზღუდვის მოხსნისკენ მოუწოდებენ

ოფიციალური პირები ამერიკის შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ დაჟინებით მოითხოვს, რომ თეთრმა სახლმა გააუქმოს ყველა შეზღუდვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ ამერიკული იარაღის გამოყენებაზე, - ამის შესახებ RBC-Ukraine Defense News-ზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ბრიუსელში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინას დასავლური იარაღი რუსეთის წინააღმდეგ დარტყმებისტვის გამოიყენოს.

„უკრაინას აქვს უფლება, დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მათ“, - აღნიშნა მან.

კერძოდ, კონგრესის წევრებმა, მათ შორის წამყვანმა დემოკრატებმა, მოუწოდეს ბაიდენის ადმინისტრაციას შემსუბუქებულიყო შეზღუდვები. მათ ბევრი ევროპელი პარტნიორიც შეუერთდა.

„რუსეთი აწყობს თავდასხმებს რუსეთის ტერიტორიიდან, ჩვენ კი უკრაინას ვუწესებთ შეზღუდვებს, ეს სისულელეა“, - განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კაშიუნასმა Defense News-თან ინტერვიუში.