დამპყრობლები ახორციელებენ თავდასხმებს ფრონტის თითქმის ყველა მიმართულებით - უკრაინის გენშტაბი
26 ნოემბრის დღის დასაწყისიდან ფრონტზე 143 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსები აგრძელებენ ავიაციის გამოყენებას და შეტევას აღმოსავლეთისა და სამხრეთის თითქმის ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით აქტიურად უტევენ - პოკროვსკის და კურახოვოს, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები არ წყვეტენ არტილერიისა და ავიაციის გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე. აგრესორმა ერთი საჰაერო თავდასხმა კურსკის ოლქის ტერიტორიაზეც განახორციელა.
„ხარკოვის მიმართულებით დღეს ოთხი საბრძოლო შეტაკება მოხდა ვოვჩანსკის რაიონში.
დამპყრობლების თორმეტი თავდასხმა მოიგერიეს უკრაინის ჯარისკაცებმა გრიგორივკას და ანდრიივკას მახლობლად კუპიანსკის მიმართულებით. სამი შეტაკება ამ დრომდე გრძელდება.
ლიმანის მიმართულებით დამპყრობელი ავიაციის მხარდაჭერით უტევს. დღის დასაწყისიდან ამ მიმართულებით უკვე 17 შეტაკება მოხდა, ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება.
სივერსკის მიმართულებით ოკუპანტები უტევენ, ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება.
ტორეცკის მიმართულებით ოკუპანტმა სამჯერ შეუტია უკრაინული ჯარების პოზიციებს.
სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს პოკროვსკის მიმართულებით. ამ დროისთვის დამპყრობელმა 31-ჯერ სცადა უკრაინის დამცველების პოზიციებიდან განდევნა, უკრაინელებმა თავდასხმა უკვე მოიგერიეს. ოკუპანტებმა ორი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს პოკროვსკის რაიონებში.
კურახოვოს მიმართულებით 12 შეტაკება მოხდა, ბრძოლა გრძელდება. უკრაინის დამცველებმა უკვე მოიგერიეს ოცდასამი თავდასხმა.
ორეხოვოს მიმართულებით დამპყრობლები აქტიურად იყენებენ ავიაციას. დნეპრის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა მოიგერიეს ორი შეტევა“, - აცხადებენ გენშტაბში.