Loading data...
ჩერნიგოვზე შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

ჩერნიგოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ამასთან, დაშავებულთა რაოდენობამ 77-ს მიაღწია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავებულთა შორის არის 4 არასრულწლოვანი. 

ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვზე სარაკეტო შეტევა 17 აპრილს მიიტანეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დაზიანდა არაერთი საცხოვრებელი კორპუსი და სატრანსპორტო საშუალება.