Loading data...
ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინა წლის ბოლომდე დაახლოებით 500 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს - Euractiv

მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩეხეთის რესპუბლიკის დახმარების ფარგლებში დაახლოებით 500 ათას საარტილერიო ჭურვს მიიღებს. ამის შესახებ Euractiv-ი ჩეხეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, საბრძოლო მასალის მიწოდება ივლისშია დაგეგმილი, თუმცა წყაროები მათ რაოდენობას არ ასახელებენ.

ამასთან, ჩეხეთის ხელისუფლება არ ასაჯაროებს, თუ რომელ ქვეყნებში ყიდულობენ საბრძოლო მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.

ცნობისთვის, 25 ივნისს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ უკრაინამ მისთვის შეძენილი საბრძოლო მასალის პირველი პარტია უკვე მიიღო. მთლიანობაში ჩეხეთი უკრაინისთვის 800 000 ჭურვის შეძენას გეგმავს. ჩეხეთის ამ ინიციატივას 20-მდე სახელმწიფო შეუერთდა.