Loading data...
ჩასივ-იარზე მოწინააღმდეგის თავდასხმების რაოდენობა შემცირდა - ნაზარ ვოლოშინი

რუსმა ოკუპანტებმა წინა დღეებთან შედარებით შეამცირეს ჩასივ-იარზე თავდასხმების რაოდენობა, - ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ სპიკერმა ნაზარ ვოლოშინმა განაცხადა.

„ჩასივ-იარში ბრძოლები გრძელდება, მაგრამ თავდასხმები ნაკლებია, ეს იმის გამო ხდება, რომ რუსული ჯარები ან „იშუშებენ ჭრილობებს“, ან ემზადებიან მომავალი მოქმედებებისთვის“, - აღნიშნა მან.

ვოლოშინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს ოკუპანტების შვიდი მცდელობა გაერღვიათ უკრაინის თავდაცვა. 

„ჩასივ-იარის რაიონში 292 აფეთქება მოხდა, უფრო მეტად დაიბომბა სამხრეთ ნაწილი“, - განაცხადა ვოლოშინმა.

მისი თქმით, ოკუპანტებმა ერთხელ ივანოვოს რაიონზე საჰაერო იერიში მიიტანეს.

„საჰაერო ძალებმა განახორციელეს ხუთი ავიაიერიში, ჩამოაგდეს ოთხი საჰაერო ბომბი“, - დასძინა შეიარაღებული ძალების სპიკერმა.

ვოლოშინმა დააზუსტა, რომ დღის განმავლობაში ამ მიმართულებით შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 38 ოკუპანტი და დაჭრეს კიდევ 93.