1733206471
კონფლიქტები
ბჟანია ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნდა და მომხრეებს შეხვდა
რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ასლან ბჟანია დაბრუნდა, რომელიც 19 ნოემბერს ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
როგორც ბჟანიას ტელეგრამ-არხები იუწყებიან, მან „საზღვარგარეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა“, ხოლო მისმა დაბრუნებამ „საზოგადოების მოწონება დაიმსახურა“.
ფსოუს დე ფაქტო საზღვარზე ბჟანიას მისი მომხრეები და საზოგადოების წარმომადგენლები შეხვდნენ და მას „მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს“.
ოპოზიციური „აფხაზეთის პორტალი“ იუწყება, რომ ბჟანია ოკუპირებულ აფხაზეთში ყოფილ დე ფაქტო პრემიერთან, ალექსანდრე ანქვაბთან შესახვედრად დაბრუნდა. შეხვედრაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის დასახელების საკითხი იქნება განხილული.