Loading data...
Bild: ბრძოლა ჩასოვ იარისთვის - უკრაინელებმა ოკუპანტები დასახლებული რაიონიდან განდევნეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასოვ იართან კონტრშეტევა განახორციელეს და რუსი ოკუპანტები „კანალის“ მიკრორაიონიდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bild ავრცელებს ანალიტიკოს ჯულიან როპკეზე დაყრდნობით. 

მისი თქმით, უკრაინელების წარმატებული ოპერაციის შედეგად, რუსულმა ძალებმა დასახლებული რაიონი დატოვეს.

შეგახსენებთ, ჩასოვ იარისთვის ბრძოლა რამდენიმე თვეა, გრძელდება. ქალაქი გორაკ-ბორცვიან ტერიტორიაზე მდებარეობს და აგრეთვე, ჩრდილოეთ დონეცკის მხარეს დონბასის წყლის არხით არის გარშემორტყმული. ამ არხის აღმოსავლეთით მდებარეობს მიკრორაიონი „კანალი“, სადაც საცხოვრებელი კორპუსებია განლაგებული. რუსებს სწორედ აქ არსებული დანგრეული შენობები ჰქონდათ დაკავებული უკრაინელთა კონტრშეტევამდე.