Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტს ლიბანთან მოლაპარაკებების დაწყება დაავალა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინტს დაავალა, ლიბანთან მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყონ.

„ლიბანის მიერ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების განმეორებითი მოთხოვნის გათვალისწინებით, დავავალე კაბინეტს, რაც შეიძლება მალე დაიწყონ პირდაპირი მოლაპარაკებები ლიბანთან. მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება „ჰეზბოლას“ განიარაღებასა და ისრაელსა და ლიბანს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებაზე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის ორი კვირით შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, ისრაელი ლიბანის მიმართულებით იერიშებს აგრძელებს. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იქამდე განაცხადა, „ჰეზბოლაზე“ დარტყმები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ისრაელში ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის სრული უსაფრთხოება არ აღდგება.