1761850419
                
            
            
            
                კონფლიქტები
            
        ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი „ჰამასს“ თავად განაიარაღებს და ღაზას დემილიტარიზაციას მოახდენს, თუ ამას უცხოური ჯარები არ გააკეთებენ
 
        „„ჰამასი“ თუ გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას, ის ძლიერი თავდასხმების ქვეშ აღმოჩნდება, როგორც ეს ორი დღის წინ მოხდა“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ „ჰამასი“ აუცილებლად განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება.
„უცხოური ჯარები თუ ამას გააკეთებენ, შესანიშნავი იქნება, თუ ისინი არ გააკეთებენ, ამას ჩვენ გავაკეთებთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, დღეს, 30 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელს, სავარაუდოდ, კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა.
 
            