1757365102
კონფლიქტები
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი გააძლიერებს ღაზაზე შეტევას, მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოვუწოდებ!

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ღაზაზე შეტევას გააძლიერებს და მცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს.
როგორც ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, ისრაელის თავდაცვის ძალები ახლა ქალაქ ღაზაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადებიან.
„რამდენიმე დღის წინ დაგპირდით, რომ ღაზაში ტერორისტულ კოშკებს დავანგრევდით და ზუსტად ამას ვაკეთებთ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ისრაელის საჰაერო ძალებმა 50 ასეთი კოშკი დაანგრიეს. ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია.
სწორედ ამიტომ, მე მივმართავ ღაზას მოსახლეობას, ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, ყურადღებით მომისმინეთ: გაფრთხილებულები ხართ, ახლავე წადით“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.