Loading data...
ბელგოროდში, ვორონეჟსა და როსტოვში ჩამოგდებულია 19 რაკეტა და 20 დრონი - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის, ვორონეჟისა და როსტოვის რაიონებში 19 რაკეტა და 20 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას TASS რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული თავდასხმები განეხორციელებინა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, რისთვისაც Tochka-U-ს ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები, RM-70 Vampire-ის ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე 19 რაკეტა, 16 დრონი და 2 მცირე ზომის საჰაერო ბუშტი გაანადგურეს, როსტოვის ოლქში 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ხოლო ვორონეჟის ოლქში 1 დრონი და 2 საჰაერო ბუშტი.