Loading data...
ბახმუტის დასავლეთით რუსი დამპყრობლები ორი თვეა ვეღარ ახერხებენ წინსვლას - უკრაინელი მეთაური

ოკუპირებული ქალაქ ბახმუტის დასავლეთით რუსი დამპყრობლები ორი თვეა ვეღარ ახერხებენ წინსვლას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-5 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის მეთაურმა მიკოლა ზინკომ  განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, წარმატება ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ იმას, რომ ჩვენ ვდგავართ იმ ხაზებზე, სადაც ვიდექით ერთი-ორი თვის წინ. ანუ ჩვენი წარმატება სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ვაგრძელებთ თავის დაცვას, არ ვაძლევთ მოწინააღმდეგეს საშუალებას, უკრაინის მიწის ერთ მეტრზე წინ წავიდეს“, - აღნიშნა ზინკომ.

მისი თქმით, ბახმუტის რეგიონში უკრაინის თავდაცვა ეფექტურია.

„ჩვენ ვანადგურებთ ოკუპანტს“, - დასძინა მან.