Loading data...
ბადრა გუნბამ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, რომ ძალისხმევა გააერთიანონ

სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ბადრა გუმბამ მოუწოდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომ გააერთიანონ ძალისხმევა „აფხაზეთის საკეთილდღეოდ“. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

გუნბას თქმით, სპეციალური საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მიზანია ყველა პარტიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა გაერთიანება საკვანძო სოციალური და ეკონომიკური ამოცანების გადასაჭრელად.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ალექსეი ცუგბამ, ტიმურ გულიამ, ასლან ბარციცმა და იულიან ბობუამ.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის როლს, რომელიც აფხაზეთის ძირითადი მოკავშირეა და ის ოკუპირებული რეგიონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ საკონსულტაციო საბჭო ყველა პოლიტიკური პარტიისთვის არის გახსნილი და მან დიალოგის წარმოებას ხელი უნდა შეუწყოს.