1747030332
კონფლიქტები
ბადრა გუნბა: აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თბილისთან დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ აფხაზეთის „სუვერენიტეტის“ აღიარებით

„საქართველოს ხელმძღვანელობა უნდა შეეგუოს აფხაზეთის დამოუკიდებლობას,“ - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, - განაცხადა გუნბამ.
გუნბა აცხადებს, რომ თბილისთან დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ აფხაზეთის „სუვერენიტეტის“ აღიარებისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პირობით.