Loading data...
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეს მიმდებარედ დაბომბვის ხმა და შავი კვამლი დააფიქსირა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო იუწყება, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ დაბომბვის ხმა და შავი კვამლი დააფიქსირა. 

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტი ხაზს უსვამს იმ მუდმივ საშიშროებას, რაც ბირთვულ უსაფრთხოებას ეხება, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის შედეგად არც მსხვერპლი ყოფილა და არც აღჭურვილობის დაზიანება დაფიქსირებულა.

ცნობისთვის, 16-17 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის რამდენიმე დასახლებაზე იერიში მიიტანა. 

ხარკოვის ოლქში დრონებით შეტევას ნგრევა მოჰყვა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. როგორც მედიაში ვრცელდება, იერიშის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული.