Loading data...
აშშ უკრაინის დახმარების ახალ, 400 მილიონის ღირებულების პაკეტს ამზადებს - Politico

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 400 მილიონის ღირებულების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს

გამოცემის ცნობით, დახმარების პაკეტში შევა ამერიკულ საწყობებში არსებული შეიარაღება, კერძოდ:

  • ახალი რაკეტები პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის;სტრინგერი საზენიტო რაკეტები;
  • ბრედლის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები;
  • MRAP-ის ტიპის ჯავშანტექნიკა;
  • ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და სხვა იარაღი.

ამას გარდა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანია შეერთებული შტატებისგან HIMARS-ის ტიპის 3 სარაკეტო საარტილერიო სისტემა შეიძენდა უკრაინის დასახმარებლად.