Loading data...
აშშ-ში ვერტმფრენი ანძას დაეჯახა - დაღუპულებს შორის ბავშვია

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში ვერტმფრენი ანძას დაეჯახა. მომხდარის შედეგად, ჩამოიშალა კონსტრუქცია, ვერტმფრენი კი აფეთქდა. როგორც CNN წერს, შედეგად დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - ბავშვი. 

არსებული ცნობით, შეჯახება საღამოს საათებში, დასახლებულ ტერიტორიაზე მოხდა. 

„ძლიერი აფეთქების ხმამ სახანძრო სადგურამდე მიაღწია, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ნახევარ მილზე მეტის დაშორებით მდებარეობს“, - განაცხადა ქალაქის მერმა ჯონ ვაიტმაირმა.

ჰიუსტონის პოლიციის უფროსის ნოე დიასის თქმით, ოფიციალურ პირებს დაღუპულთა რაოდენობა არ დაუზუსტებიათ, თუმცა ცნობილია, რომ ტრაგედიის დროს, კერძო საკუთრებაში არსებული Robinson R44-ის ტიპის ვერტმფრენის ბორტზე 4 ადამიანი იმყოფებოდა.